კორუფციული საქმის ფარგლებში, ლიეტუვის ყოფილი პრემიერის, საულიუ სკვერნელისისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კაზის სტარკევიჩიუსის სეიმის ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათ გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს, თუმცა ისინი ბრალდებას უარყოფენ. საქმე ფიტო სანიტარიულ სერტიფიკატებთან დაკავშირებულ სისტემურ კორუფციაზე ეჭვებს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრემიერი სკვერნელისი მეორე ადგილზეა იმ პოლიტიკოსთა რეიტინგში, რომელთაც ლიეტუველები პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე მეტად ისურვებდნენ.
კომენტარები
