აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გერმანიას, სლოვაკეთსა და უნგრეთს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში რუბიო 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. კონფერენციის შემდეგ 15-16 თებერვალს ის ბრატისლავასა და ბუდაპეშტს ეწვევა.
სლოვაკეთის დედაქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გამართავს. მოლაპარაკებების მთავარი თემები რეგიონული პარტნიორობა, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და ბირთვული ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია იქნება.
უნგრეთში აშშ-ის პირველი დიპლომატი აგრეთვე მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას განიხილავს.
კომენტარები
