სწრაფი კვების ამერიკულმა ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა, ხოლო როსპატენტმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა.
McDonald’s-ის სავაჭრო ნიშანი რუსეთში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტების, მზა კერძებისა და სასმელების, ასევე სათამაშოებისა და ჭურჭლის გასაყიდად.
კომენტარები
