შტორმ „ნილსით“ გამოწვეული წყალდიდობის გამო საფრანგეთის ლოტ-ი-გარონის რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა.
წყლითაა დაფარული დასახლებული პუნქტები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგანაც წყლის დონე მატებას განაგრძობს. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები
