ესპანეთის პრეზიდენტმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პირველად მონაწილეობს, გადაიარაღების სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სცენაზე გამოსვლისას პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ბირთვული გადაიარაღება არავის დაიცავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან.
სანჩესმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბირთვულ იარაღზე ყოველ საათში 11 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. მხოლოდ აშშ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბირთვულ არსენალზე 946 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
„ეს თანხა საკმარისია მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა ესპანეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე გამოხატა შეშფოთება ბირთვულ არსენალში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო, რასაც ის განსაკუთრებულ საფრთხედ მიიჩნევს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სანჩესმა რონალდ რეიგანის ციტატა გამოიყენა: „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“.
