ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი, ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ. არაფერი არ გვესწავლება იმათგან, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვინც ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ევროინტეგრაცია საქართველოსთვის არის ტრადიციული გზა და ეს გზა იწყება ფარსმან მეორე ქველისგან, რომელიც, თავის დროზე, რომში ჩავიდა და იქ, მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგეს. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია საქართველოს სწრაფვა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისკენ, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი, ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ. არაფერი არ გვესწავლება იმათგან, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვინც ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ.
სხვა საქმეა ევროკავშირი – ამ ორ ცნებას, დღეს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ევროპა ბევრად დიდია, ვიდრე ევროკავშირი, მაგალითად, ევროკავშირში არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია… ეს კავშირი სულ სხვა თემაა. ეს არის მკვდარი, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული ორგანიზაცია და ამას ჩვენ ვხედავთ არა ჩვენი ფაქტებით, არამედ რასაც თვითონ ლაპარაკობენ შიგნით, რა განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დასკვნაა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს ევროკავშირი.
ამიტომ, ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის – ეს ასეა, იქნება და გაგრძელდება, რადგან ეს იქიდან იღებს საწყისს, საიდანაც არსებობს საერთოდ ევროპა, რაც შეეხება ევროკავშირს – ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
