საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიმართ მოთხოვნები ომში ჩართვისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მედიასთან შეაფასა.
„ჩვენი გადასახედიდან ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მინიმალურად მაინც შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასეთი მოთხოვნები არაერთხელ მოვისმინეთ. რას ემსახურებოდა ასეთი მოთხოვნები, ალბათ უმჯობესია, მომთხოვნებმა თავად განმარტონ“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, დღეს ესტონეთისა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.
კომენტარები
