ის, რომ ელჩმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება გასაკვირი არ არის, რადგან მტკიცებულება როგორც ასეთი არ არსებობს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიტანეთის ელჩზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის რაც ოფიციალურად განაცხადეს იყო, რომ ვითომ ტელე „იმედი“ და „პოსტივი“ გავლენას ახდენენ ცრუ ნარატივების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს უშლის უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას, ტერიტორიულ მთლიანობას და დეზინფორმაციის გავრცელებას უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ.
„ეს იყო ის ბრალდებები, რომელიც საფუძვლად დაედო მათ თავდასხმას ქართულ თავისუფალ მედიაზე. 5 მილიონი ადამიანისთვის მოსასმენმა ინფორმაციებმა თურმე ისე შეაწუხა მთელი გლობალური მსოფლიო, რომელსაც სათავეში გადასარჩენად ჩაუდგა დიდი ბრიტანეთი, რომ აუცილებელია ასეთი არაადეკვატური ზომების მიღება. ეს არის ძალიან სასაცილო და აბსურდული“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
