“უკრაინის ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას, ეს არის ფაქტი. როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფულის მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის ყველაფრის დასტური, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ქვეყანა დაზიანდება.
„ეს ქმედებები არის გამოწვეული იმ გამწარებული მდგომარეობისგან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი ჩაიყენა. უკვე თითქმის ერთი წელია, რაც აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე. მათი ფინანსური ტვირთი არის მათი გადასახდელია ყველაფერი. ყიდულობენ იარაღს, იღებენ სესხებს და აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას. აქედან გამომდინარე არის შემდეგ სხვა გადაწყვეტილებები.
არ იშლის ბრიტანეთის ელჩი, დადის კაბინეტებში და ამბობს, რომ არ იყიდოთ საწვავი. რომ ეკითხებიან, როგორ? თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი იქ მიდის ბიზნესი. მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები ხომ?! – არა, ნუ დააწესებთ, ისე უთხარით ბიზნესსო. აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი.
ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ევროკავშირის ელჩს გულწრფელად წამოსცდა ის, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ამ ყველაფრით, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთსო და თქვენი ეკონომიკა წინ მიდის და ეს როგორ გამოდისო?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
