ბრიტანეთის მთავრობის სახით დღეს ჩვენ გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, რომელსაც საკუთარივე ხალხის უმრავლესობა, 83% არ ენდობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა The Spectator-ის სტატიაზე, რომლის მიხედვით, „კირ სტარმერი ბრიტანეთს ძირითადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავს და ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ატლანტიკურ გაერთიანებას დისკრეციულად და არა – სტრუქტურულად მიიჩნევს“.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ურთიერთობას ანადგურებს საკუთარ ხალხთან. მას დღეს აქვს 17%-იანი მოწონება თავისივე ხალხში. ბრიტანეთის მთავრობის სახით დღეს ჩვენ გვესაუბრება უმცირესობის მთავრობა, რომელსაც საკუთარივე ხალხის უმრავლესობა, 83% არ ენდობა. ამ დაბალი ნდობის მქონე მთავრობა ფიქრობს, რომ „პოსტივის“ სამსაათიანი გამოშვება განიხილა და აქედან დასკვნების გამოტანა შეუძლია. საკუთარ ხალხზე ვერ გამოაქვთ დასკვნები, 17%-იანი მოწონება აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ასე რომ, ეს განგრძობადი პროცესია ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლისა, რომელიც აირჩია ევროპამ, მისი სხვადასხვა ფორმით ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ, რომელზეც აშშ-ი და ჩვენ უკვე კარგა ხანია, ვსაუბრობთ. უმჯობესია, რომ დაგვიჯერონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
