თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი და მე რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „იმედის ბანკის“ შექმნასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
მისი თქმით, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არასწორად
ისმება კითხვა – უკავშირდება თუ არა „იმედის ბანკის“ შექმნა მის გადარჩენას.
„არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტვ“-ს. არც ქვეყანაა გადასარჩენი. ყველაფერი არის ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
