უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, სადაც მინისტრმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად რეფორმის განხორციელების ეტაპები და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
გივი მიქანაძემ რეფორმის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ქალაქ ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ.
