ირანმა ბალისტიკური რაკეტით ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის მეხუთე ფლოტის მომარაგების ბაზა დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ირანულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანული მხარე იუწყება, ბაჰრეინის გარდა მათ დაბომბეს ამერიკული საჰაერო ბაზები ალ-უდეიდი კატარში, ალ-სალემი ქუვეითში და ალ-დაფრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ცოტა ხნის წინ აფეთქებების ხმა ისმოდა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშიც.
კომენტარები
