მედიაში თეირანში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაბომბილი რეზიდენციის ფოტოსურათი ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოსურათი თანამგზავრიდან არის გადაღებული.
თავად აიათოლა ალი ხამენეის შესახებ ცნობები ჯერ არ არის. უცნობია ისიც, ცოცხალია ის, თუ არა, რადგან სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ისრაელმა აშშ-მა განაცხადეს, რომ მათ სამიზნეს ირანის უმაღლესი პოლიტიკური და სასულიერო ხელმძღვანელობა წარმოადგენდა.
სხვადასხვა ცნობები ვრცელდება ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის შესახებაც.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ირანის უმაღლესი პოლიტიკური, სასულიერო ან სამხედრო თანამდებობის არცერთ პირს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
კომენტარები
