ვის აქვს „იმედის“ გაჩუმების სურვილი? გადაცემის „ღია ეთერი – დებატები“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ეს სურვილი აქვს მტერს, რომელიც არის, არა მხოლოდ „იმედის“, არამედ ქართველი ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი.
„ამას აქვს ერთადერთი და მოკლე პასუხი – მტერს, რომელიც არის არა მხოლოდ „იმედის“ მტერი, არამედ ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მტერი. მე ვემსახურები „იმედს“, ხალხს, საქართველოს იმიტომ, რომ მჯერა – ამ ტრიბუნიდან ისმის მხოლოდ სიმართლე, მხოლოდ სასარგებლო რჩევა და ინფორმაცია საზოგადოებისთვის, რაც ჩემი აზრით წინააღმდეგობას უწევს ჩვენს ჩართვას ამ აპოკალიფსურ, გლობალურ ომში. ჩვენს ჩაბმას უწყობს ხელს ის, ვინც აჩუმებს „იმედს“ და „პოსტივის“ და სიტყვის თავისუფლებას ურტყამს“, – განაცხადა გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ ავტორმა და წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა.
თამარ ცაგარეიშვილი „იმედის“ თანამშრომლებს მადლობას უხდის.
„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც აქ შრომობენ, იღვწიან იმ საქმისთვის, რაც მე ვთქვი, მადლობა მათ თანადგომისთვის. მეამაყება რომ აქ ვმუშაობ, მჯერა ამის და მჯერა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთივე რწმენით აკეთებენ საქმეს, მათ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
