კახეთში სამედიცინო საზოგადოება ცნობილ ექიმს, გოჩა შავგულიძეს ემშვიდობება.
61 წლის ასაკში, ექიმი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.
შავგულიძე იყო ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სერტიფიცირებული რადიოლოგი და ექოსკოპისტი.
მუშაობდა გურჯაანისა და ყვარლის საავადმყოფოებში, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში“, თელავის რეფერალურ და ახმეტის „ევექსის“ ჰოსპიტალებში.
საჯარო საქმიანობის ფარგლებში, იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. მოგვიანებით კი საკრებულოს ჯანდაცვის, სოციალური საკითხებისა და განათლების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გოჩა შავგულიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
კომენტარები
