ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება, ეს არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „ე.წ. ოპოზიცია, ეს ექსტრემისტების ჯგუფი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში როგორმე საკუთარი დივიდენდის მიღებაზე ზრუნავს“.
„ურთულესი სიტუაციაა შექმნილი. მართალი გითხრათ, ის ფორმულა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა, სამშვიდობო პროცესების განვითარება, სამართლიანი მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებებით გადაწყვეტა ყველა პრობლემის არის ის მისწრაფება, ის სურვილი, ის ხედვა, რომელსაც ჩვენ კვლავ იმედით ვუყურებთ.
საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიქმნა, ზოგადად ბირთვული შეიარაღების წარმოების ამ პროცესში, რაც უკვე წლებია და ეს ახალი ამბავი არ არის. ეს უკვე წლებია საკმაოდ სერიოზულ ტურბულენტობას ქმნის ახლო აღმოსავლეთში. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება, ეს არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს.
ასე, რომ მოდელირებას ახდენ, რესურსი ნაკლები აქვს სახელმწიფოს, საქართველოს და არამხოლოდ საქართველოს, ევროპის წამყვან ქვეყნებზეც შეიძლება იგივე ითქვას, რომ გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე, ამ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა. ასეთი მკაფიო პასუხი, რომ როგორ ანალიზს გააკეთებთ და რა შეფასებას, რა პერსპექტივას ხედავთ, ძალიან რთულია ამ ეტაპზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
