ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მდიდარი „ენჯეოები“ ის აქტორები არიან, ვისი ხელითაც ევრობიუროკრატია საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდა.
„ეს აგენტურა – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მდიდარი „ენჯეოები“ რა თქმა უნდა მოქმედებდნენ გარედან დავალებებით. ესენი არიან ის აქტორები, ვისი ხელითაც ევრობიუროკრატები და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობდა, რომ საქართველო ჩაერთო ომში. ერთი მოთხოვნა იყო სანქციების დაწესება. ამის გარდა, იყო კიდევ ორი მოთხოვნა – ერთი იყო უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა და მეორე იყო უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური თანხმობით ჩარტერული რეისით გამგზავრება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის და ეკა გიგაურის 2022 წელს გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ 2022 წელს საქართველო ომს გადაურჩა.
