აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„შესანიშნავი საუბარი გვქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გამოწვევებზე უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში, შუა დერეფანზე/TRIPP-ზე („ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.
Great exchange with @stateeur Brendan Hanrahan abour 🇬🇪-🇺🇲 relations, threats stemming from occupation of 🇬🇪 territories by Russia, security challenges in wider Black Sea region, Middle Corridor/TRIPP and bilateral economic cooperation. pic.twitter.com/VfJA1dGqoq
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) March 3, 2026
