აბუ-დაბიში ჩარჩენის შემდეგ კახა კალაძე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს: “სტამბოლის აეროპორტში ვართ ახლა მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა… დღეს ღამე ვიქნებით თბილისში”. გავრცელებულ ვიდეოში კალაძე მადლობას უხდის კობახიძეს და ამბობს, რომ დუბაისა და აბუ-დაბიში საქართველოს ბევრი მოქალაქე იმყოფებოდა და მათ გამოსაყვანად მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა
2 მარტს თბილისის მერიამ დაადასტურა, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად წასული კახა კალაძე აბუ-დაბიში ჩარჩა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოფრენას ვეღარ ახერხებდა
კომენტარები
