რიადიდან შესრულებული სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს.
„დოჰადან წამოვიდა ჯგუფი, წამოვედით მთელი ჯგუფი, 171 ადამიანი ვიყავით. გზა რთული იყო, 25 საათს ვიყავით გზაში. ჩვენი ელჩი ვაკო ავალიანი ჩაერთო, ადგილზე მოვიდა, ყველას ესაუბრა, ყველა დაამშვიდა. გამოგვაცილეს კატარიდან, სანამ საუდის არაბეთში გადმოვიდოდით, საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები. სანამ საბოლოოდ არ ჩავსხედით თვითმფრინავში, მანამდე იყვნენ”, – განაცხადა თბილისში დაბრუნებულმა მოქალაქემ ნანა ბარნაბიშვილმა.
რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
