აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს შემტევი ან თავდაცვითი იარაღის დეფიციტი, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებას.
„ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი“, – განაცხადა ჰეგსეტმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში ჩატარდა.
„ჩვენი თავდაცვითი და შემტევი იარაღის მარაგები საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ეს კამპანია მანამ, სანამ დაგვჭირდება“, – დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
კომენტარები
