სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში, დღევანდელ დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას უწევს საკუთარ ხალხს, ქართველ ხალხს დაემალოს და დაუმალოს ის ინფორმაცია, თუ რაზე შეიძლებოდა, ყოფილიყო კომუნიკაცია გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე.
„ძალიან კარგი ანდაზა გვაქვს ქართველებს – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. თუ რაიმე დასამალი არ იყო, მაშინ რა საჭირო იყო, საელჩოს უკანა გასასვლელითა და ელჩის ავტომანქანით სარგებლობა და მერე ქალაქის სხვა უბანში საკუთარ მანქანაში გადაჯდომა?!
სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში, დღევანდელ დღეს უწევს უკანა კარებებით სიარული ელჩებთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და უწევს საკუთარ ხალხს, ქართველ ხალხს დაემალოს და დაუმალოს ის ინფორმაცია, თუ რაზე შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კომუნიკაცია გერმანიის ელჩთან.
სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანები ვერ იაზრებენ იმას, რომ დღეს ოპოზიცია, რომელთანაც იგივდება ეს ადამიანი, ნეგატიური დღის წესრიგით ცდილობს, რომ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიტიური განწყობა მოიპოვოს.
მოვუწოდებ მათ, იზრუნონ უფრო საზოგადოებაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე იმის ნაცვლად, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ საქართველოს“, – განაცხადა შალამბერიძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.
მოგვიანებით კი „ქრონიკამ“ ლომჯარიას გადამალვის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებაც მოიპოვა.
