სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, – ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის აუცილებლად უჩივლებს.
„სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი. კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე სანქციებზე უარის თქმა – იმ სანქციებზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს უბრალოდ დაანგრევდა და ჩვენს ეკონომიკას ჩამოაქცევდა.
კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს მტრობაა ჩვენი ქვეყნის თუ მიაჩნია, რომ სწორედ ეგ არის ჩვენი შეშველება, რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ სხვა ქვეყანას, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები დავანგრიოთ, ჩვენი ბავშვები და ქალები დაიხოცონ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა საინტერესო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
