ლევან მაჭავარიანმა ყულევის პორტის რუსეთს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებას აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გაიხსენა 2022-2023 წლებში რადიკალების მიერ წარმოებული კამპანია იმის შესახებ, თითქოს საქართველო გამოიყენებოდა როგორც შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
„ეს რადიკალები, მდიდარი „ენჯეოები“, რამდენიმე ელჩი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივად ჩამოყალიბდნენ. ისინი ძალიან გულშემატკივრობდნენ დასანქცირებას, ავრცელებდნენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას. ამ შემთხვევაში შემიძლია [გერმანიის ელჩი პეტერ] ბატონი ფიშერი გამოვყო, რომელიც ირწმუნებოდა, თითქოს პორტის დასანქცირებისთვის მტკიცებულებები არსებობდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. ბატონი სალივანისგან მივიღეთ მადლობის წერილი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
