გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
„გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის. არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ხშირად დაარღვია „ვენის კონვენცია“. ეს აუცილებლად არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი უშუალოდ გერმანიის სახელმწიფოსგან. სწორედ ამაზეა კითხვები გერმანიის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ მის მიმართ“, – აღნიშნა რურუამ.
კითხვები, რომლებიც AFD-ს ოფიციალურ ბერლინთან აქვს, ქართულმა მხარემაც არაერთხელ დასვა, მათ შორის გერმანიის ელჩთან ფიშერთან. რატომ აცხადებს ანტიდემოკრატიულად ქართულ კანონებს და რატომ აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გერმანია – სწორედ ამ კითხვებით მიმართა გერმანიის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას.
