მარტა კოსმა საკუთარი განწყობა ცოტა ხნის წინ აჩვენა, მან თქვა, რომ მუშაობს იმაზე, როგორ შემოიტანოს შავი ფული კანონის გვერდის ავლით საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირვე არხს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი ადამიანის განცხადებები არაფერს ნიშნავს იმ გაგებით, რომ ადამიანს ასეთი განწყობა აქვს, მისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
„დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა მათ დაიწყეს. მარტა კოსმა ერთი წლის წიმ განაცხადა, რომ თუ გვინდა, საქართველოსთან ურთიერთობა დალაგდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, მათ უნდა ველაოარაკოთო. შემდეგ, რადიკალებმა მარტა კოსი დააბულინგეს და ცოტა ხანში თავისი რიტორიკა შეცვალა და რადიკალურ წარმომადგენლად მოგვევლინა. ის, რომ მის პირველ პოზიციაში მყარი ყოფილიყო, აქამდე ჩვენს შორის ბევრი რამე გაირკვეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პრინციპული არ აღმოჩნდა. არათუ გადაიხარა, არამედ თქვა, რომ საქართველოში შავი ფული უნდა შევიტანოთო. რაც შეეხება რუსეთს, გაცვდა იმის ძახილი, „საქართველოშო რუსეთმა გაიმარჯვა“, რუსული კანონი, რუსული, რუსული. ეს გავლენას აღარ ახდენს არც მოსახლეობაზე და არც საერთაშორისო მასშტაბით. როცა სჭირდებათ, რუსეთთან საერთო ენას კარგად ნახულობენ და მათი სავაჭრო ბრუნვაც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.
