არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია პატრონების დავალებით გაერთიანდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამ გაერთიანების მიზეზებსაც განმარტავს.
„არავითარი ალიანსი არ არსებობს. მათი გაერთიანება მხოლოდ ერთი იდეის გარშემო შეიკრა – ეს არის მათი პატრონების დავალების შესრულება. მათ არ უყვართ ერთმანეთი, ეზიზღებათ, ამბიციები ახრჩობთ. მიუხედავად ამისა, პატრონებმა თითი დაუტკაცუნეს და მათ, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, გაერთიანებას მიჰყვეს ხელი. ამავდროულად, ცდილობენ რომ ერთი მხრივ გაერთიანდნენ ძველი ნაცები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით ან ნაციონალური მოძრაობაში ან სხვადასხვა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ და ეს წარმოაჩინონ როგორც ერთ-ერთი ნიუსი თავიანთ ტელევიზიებში, ხოლო მეორე მხრივ, როგორმე „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებადობა ჩამორეცხონ „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ისეთ პარტიებს, როგორებიცაა „გახარიელი ნაცები და „ლელოელი ნაცები“, – ამბობს გორდულაძე.
