ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
„ამჯერად ეს არის თავდასხმა პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – აშკარა მანიპულაცია, რადგან თქვენ ვერ მოახდენთ იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი და რომელსაც მყარი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. მათ აქვთ ისეთი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით მანიპულირებას, როგორც ეს ხდება ქართველი მოსამართლეების შემთხვევაში. ისინი არ უნდა იღებდნენ მითითებებს ბრიუსელიდან.
2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად. შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.
