„ქრონიკის“ ინფორმაციით თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან. ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა.
ოპოზიციის ალიანსის შექმნიდან რამდენიმე დღეში ალიანსში მყოფი პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დაპირისპირებაში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თანაგუნდელი დაცვის ნაცვლად გააკრიტიკა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაძაბულობა მოჰყვა.
„ქრონიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
კომენტარები
