წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ, რომ თითქოს იშლებიან, შემდეგ ერთიანდებიან არჩევნების წინ, შემდეგ ისევ იშლებიან, – განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
შალამბერიძის თქმით, „ახლა მორიგ ჯერზე ვნახეთ მათი თითქოს, ასე ვთქვათ, ალიანსი“. „სინამდვილეში, ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ისევ ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.
ვადევნებ თვალყურს, თუ როგორი ბრძოლა აქვთ შიგნით ძალაუფლების გადანაწილებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტები, რომელსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ძალიან ბევრი იქნება. იქნება, პარტიის ხელმძღვანელების ცვლილებებიც და ა.შ. უბრალოდ, საინტერესო იქნება, როგორ მივლენ ეს ადამიანები არჩევნებამდე და მიიღებენ თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა მან.
