მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას.
„უკვე იმდენჯერ გამოვიდა [ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრებისგან] ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ქალბატონ ბოკუჩავას წყალი აქვს შეყენებული, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული. ბოკუჩავა იქნება თავმჯდომარე, თუ სანიკიძე ეს არაფერს შეცვლის. ის რაღაც ერთობაც რომ ჩამოყალიბდა თავიანთი გარე უფროსების მითითებით, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ და ამას ვერ მალავენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
კომენტარები
