“რეალურად გვეუბნებიან სუვერენიტეტი გადმოგვეცით ჩვენო, ჩვენ უკეთ ვიცით საქართველო როგორ უნდა იმართოსო”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს საქართველოს შესახებ.
მაჭარაშვილის შეფასებით, საქართველოზე ზეწოლას “დიფ სთეითი” აგრძელებს.
“ხალხის ძალამ” ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყებთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ომის პარტია შემდეგ “დიფ სთეითთად” წოდებული იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოში შეეცვალა უკანონოდ ხელისუფლება, წაეღო სუვერენიტეტი და მერე რაც უნდოდა გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნება თუ ა.შ. შემდგომში ეს დადასტურდა ყველა ევრობიუკრატიიდან და, რაც მთავარია, ამერიკის პრეზიდენტიდან და მისი თანამდებობის პირებიდან, რომ ეს ნამდვილად ზეწოლა იყო საქართველოზე.
ანგარიშში, სადაც წერია, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გააუქმეთო, გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთო და შავი ფული უნდა შემოვიდეს უცხოური ძალიდან საქართველოში პოლიტიკაში და თქვენ არ უნდა იცოდეთ ესო, გააუქმეთ ოჯახური ღირებულება, აღარ დაიცვათო და დააკანონეთ კაცების ქორწინებაო, რეალურად, გვეუბნებიან, სუვერენიტეტი გადმოგვეცით ჩვენო, ჩვენ უკეთ ვიცით, საქართველო როგორ უნდა იმართოსო. 3000-წლიან სახელმწიფოებრივი ისტორიის ქვეყანას გვეუბნებიან და 2000 მართლმადიდებლური ისტორიის მქონე ქვეყანას… იმისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა… მეოცე საუკუნის დასაწყისში თუ ძალით წაიღეს სუვერენიტეტი, ახლა გვეუბნებიან, თქვენი ნებით ჩააბარეთ, თუა არადა, ძალით წავიღებთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
