მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომლებსაც მე ვაკეთებდი, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ პაპუაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა ის გერმანიის გავლენის აგენტი გერმანულ ორგანიზაციაში მუშაობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ არანაირ აგენტობაზე საუბარი არ არის.
„რაც შეეხება საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პარტიის წევრობას ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ საგარეო დაფინანსება ბოლო რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოს ინტერესებში როგორ ჯდება პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, საქართველოს ინტერესებში რანაირად ჯდება, როდესაც უცხო ქვეყანა თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, ცდილობს მის დახურვას და დღეს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დადგნენ უცხო ქვეყნის მხარეს. ვნახე „ისფედი“ რაღაც ანგარიში ჰქონდა, როგორ ცდილობს „იმედი“ დაიცვას თავი ბრიტანეთის მთავრობის თავდასხმისგან, გადარჩეს და არ დაიხუროს. ამაზე დგანან ახლა და წერენ დანოსებს.
2020 წლიდან ვხედავთ, როგორ აამუშავეს დაფინანსება ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
