ევროპარლამენტში და ევრობიუროკრატიაში დილეტანტიზმი საკმაოდ ცნობილია, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ევროპარლამენტარები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ.
„შავი ზღვისპირეთის კავკასიის უსაფრთხოებაზე ჩაატარეს კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ შუა აზიის ქვეყნები. სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო არ მიიწვიეს. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ასეთი კომპეტენციის გადაწყვეტილებებს იღებენ. იმიტომაც არის ასეთი მძიმე სიტუაცია ევროპულ პოლიტიკაში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კომენტარები
