მიუხედავად იმისა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს, მოქალაქეები სრულიად საქართველოს პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად, სიონის ტაძარში დილიდან იკრიბებიან.
ისინი ადგილზე დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებენ თვალს მთელ პროცესიას.
„დილიდანვე მოვედით, რომ გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქართველი ხალხისთვის. დაგვიტოვა სიყვარული. „გიყვარდეთ ერთმანეთიო“ – ეს უნდა შევასრულოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს და უნდა მოვეფეროთ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სიონის ტაძართან ყველა საორგანიზაციო სამუშაო უკვე დასრულებულია.
კომენტარები
