ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანელი სამხედროების თქმით, ჰორმუზის სრუტის მართვა ახალ დონეზე გადავა, მასზე კონტროლი შენარჩუნდება და ირანი თავის კანონიერ უფლებებს არ დათმობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება, ირანის შეიარაღებული ძალები ისრაელს გამანადგურებელ, მტკივნეულ და საკადრის პასუხს გასცემენ.
კომენტარები
