ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ომის ფინანსურ შედეგებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.
„ჩვენ ძალიან ძვირს ვიხდით წიაღისეულ სათბობზე გადაჭარბებული დამოკიდებულების გამო“, – აღნიშნა მან.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში „უმთავრესი მნიშვნელობისაა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის „მტკიცე კოორდინაციაა“ საჭირო.
კომენტარები
