ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის დარტყმების შედეგად ლიბანში 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, ისრაელსა და ლიბანს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, ისრაელის დარტყმების შედეგად ლიბანში ათობით ადამიანი დაშავდა.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, ლიბანში დაღუპულია 2 124 ადამიანი, მათ შორის 168 ბავშვი. კონფლიქტის დაწყებიდან ლიბანში 6 921 ადამიანი დაშავდა.
კომენტარები
