აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.
„ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე. ნებისმიერ მხარესთან, რომელმაც [ირანის] ამ სიტუაციაში დახმარებაზე უარი გვითხრა, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ეს განცხადება მოჰყვა ტრამპის ინტერვიუს გამოცემა Corriere della Sera-სთან, სადაც მან მელონის მიმართ კიდევ უფრო მწვავე ეპითეტები გამოიყენა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „შოკირებულია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაბედულების ნაკლებობით“ ირანთან მიმართებაში.
კომენტარები
