ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.
„ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები მუდმივად გვაწვდიან განახლებულ ინფორმაციას ირანთან თავიანთი კონტაქტების შესახებ“, – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში.
„ჩვენი და შეერთებული შტატების მიზნები თანხვედრაშია“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
„ჩვენ გვსურს ირანიდან გამდიდრებული მასალის გატანა და ირანის შიგნით [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობების აღმოფხვრა. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს [სტრატეგიული] სრუტეების ხელახლა გახსნა“, – დასძინა მან.
კომენტარები
