ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ ბეირუთს არ აქვს ინფორმაცია ისრაელურ მხარესთან გასამართი შეხვედრის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერების შეხვედრა იგეგმება.
როგორც ტრამპმა განმარტა, ეს იქნება ლიდერების პირველი შეხვედრა უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში.
კომენტარები
