სროლა იყო თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ესწრებოდა. მალევე მოხდა მაღალი თანამდებობის პირების ევაკუაცია. BBC-ის ცნობით, სავარაუდო მსროლელი დააკავეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია.
ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროს მისაღებ ოთახში ღონისძიების შუაგულში გაისმა სროლის ხმები. შემდეგ ოთახში საიდუმლო სამსახურის აგენტები იარაღით ხელში შევიდნენ. BBC-ის კორესპონდენტის თქმით, აგენტებმა იყვირეს: “გასროლა მოხდა”.
ადგილზე მაღალი თანამდებობის პირებიs დაუყოვნებლივი ევაკუაცია მოხდა. მათ შორის იყვნენ თავად დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი.
ვახშმის მონაწილეები პირველი გასროლის შემდეგ მაგიდების ქვეშ დაიმალნენ.
