უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ მორიგი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა.
ქრთამის აღების ფაქტზე პოლტავის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, მისი ერთი თანამშრომელი და ადვოკატი გამოააშკარავეს.
უწყებების მიერ გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადვოკატის მეშვეობით, ერთ-ერთი საწარმოს მფლობელს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი, სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 110 ათას დოლარს სთხოვდნენ.
კორუფციის ფაქტი 55 ათასი დოლარის გადაცემის დროს გამოააშკარავეს.
კომენტარები
