FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
„დაახლოებით 2025 წლის 15 მაისს, მოპასუხე ჯეიმს ბრაიან კომი უმცროსმა შეგნებულად და განზრახ გამოხატა სიცოცხლის მოსპობისა და სხეულის დაზიანების მუქარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტოსურათის გამოქვეყნებით, რომელზეც ნიჟარები ციფრების – „86 47“ – სახით იყო განლაგებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გონიერი და მიმდინარე მოვლენებში გათვითცნობიერებული“ სოციალური ქსელის მომხმარებელი „ამ პოსტს ინტერპრეტირებას გაუკეთებდა, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენების სერიოზულ განზრახვას“.
ჟარგონული გამოთქმა „to 86“ შეიძლება ითარგმნოს როგორც ვინმესთვის მომსახურებაზე უარის თქმის ან ვინმესგან „თავის დაღწევის“ მოწოდება, ასევე შეიძლება ნიშნავდეს მკვლელობისკენ მოწოდებას. „47“ ამ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს ტრამპზე, რომელიც აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტია.
