რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გვეყოლება სტუმრები. ფიცოზე ბევრს საუბრობენ, შესაბამისად, გიდასტურებთ, რომ ფიცო ჩამოვა“, – განაცხადა უშაკოვმა.
ცნობისთვის, ფიცო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმს მოსკოვში გასულ წელსაც ესწრებოდა.
კომენტარები
