აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა, ჟიულ ჰარსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.
ჟიულ ჰარსტი ომის მდივნის მოადგილეა ფინანსურ საკითხებში.
პენტაგონის მაღალჩინოსნის განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა საბრძოლო მასალებზე, ისევე როგორც თავად ოპერაციის წარმოებასა და სათადარიგო აღჭურვილობებზე.
ჰარსტის თქმით, კონფლიქტის სრული ხარჯების შეფასების შემდეგ, მომზადდება დამატებითი კანონპროექტი, რომელიც კონგრესს წარედგინება.
კომენტარები
