აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის, დაეხმარება, თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტი ამერიკაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მას სტარმერი მოსწონს, მიუხედავად იმისა, ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა „იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებში ტრაგიკული შეცდომა დაუშვა“.
ამასთან ერთად, ტრამპმა აღნიშნა, რომ სტარმერმა მეფისგან უნდა ისწავლოს, თუ როგორ მოიქცეს.
„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა უნდა ისწავლოს მოქმედება ისე, როგორც ამას აკეთებს ის [მეფე] და მაშინ მას ყველაფერი გაცილებით კარგად გამოუვა“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
