ამერიკული გამოცემები Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ.
სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „Trump Tower Tbilisi” იკავებს.
როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.
კომენტარები
