მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებას 3 ქართული ტელევიზიისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოლდოვაში ამ საკითხზე არანაირი სასამართლო კონტროლი არ არსებობს, გამართლებად კი ყველა შემთხვევაში დეზინფორმაცია და პრორუსულობა სახელდება.
„მარტივია, მიაკერებ იარლიყს – მოლდოვის პრეზიდენტს ვინ განიკითხავს? რომ იტყვის – ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის. მიაკერებენ იარლიყს, ვისაც რა უნდა. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში. ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის. რატომ არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს? იმიტომ, რომ როცა დასჭირდებათ, ეტყვიან – ახლა საქართველოზე უნდა გააკეთო განცხადება და გახსოვთ, 4 ოქტომბერს მაია სანდუმ მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას, როდესაც მისი კოლეგის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი. ამიტომაც არის, როდესაც ქვეყანა პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, აქაც გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
